ახალი ამბები

აგარელების თქმით, ავტობანზე ფეხით სიარული, მოუწესრიგებელი გვირაბის გამო უწევთ 

აგარელები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი გვირაბის გამო, გზის გადასაკვეთად ავტობანზე ფეხით სიარული უწევთ. 

მიწისქვეშა გადასასვლელის ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა. 

“მუხლებამდე წყალი დგას, ვერ გაივლი. ამის გამო, ავტობანზე გადავლა გვიწევს, სადაც ტანსპორტის დიდი მოძრაობაა და საშიშია იქ ფეხით გადასვლა”, – წერს მოქალაქე.

ადგილობრივების თქმით, ავტობანზე გასასვლელი გვირაბი წლებია მოუწესრიგებელია და სანიაღვრე არხის არ არსებობის გამო, წყალი გროვდება. 

“ვერ გაივლი, ისეთი მდგომარეობაა. სანიაღვრე არა აქვს და წვიმის დროს საშინელი მდგომარეობაა.  ამ გზით ავტობანზე უბრალოდ ვერ გახვალ”.

მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების თხოვნით, ადგილობრივებმა საპროტესტო აქციაც მოაწყეს, თუმცა ვითარება ამ დრომდე უცვლელია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი