გორის მერიამ საკუთარი თანამშრომლების პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისთვის 16 000 ლარი გამოყო და ტენდერის გზით, უკვე შეარჩია საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მერიის 30 თანამშრომელთან იმუშავეს.
კერძოდ, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მერიის თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ:
- ადმინისტრაციული წარმოება;
- ეთიკა საჯარო სამსახურში;
- პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.
ჯამში 24-საათიანი სწავლების შედეგად, მერიას სურს, რომ საკუთარ თანამშრომლებს განუვითარდეთ შემდეგი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაცია;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
გორის მერიის თანამშრომელთა დატრენინგებისთვის სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გორის ბიუჯეტიდან 15 900 ლარს მიიღებს.
დატოვეთ კომენტარი