გორს სახელოვნებო სასწავლებლების გალა კონცერტზე 11 წლის მარიამ ნუკრაძე წარადგენს. ღონისძიება თბილისში 17 ივნისს გაიმართება.
გალა კონცერტის მონაწილედ მარიამი ჟიურის გადაწყვეტილებით, გორში გამარულ კონკურსზე შეირჩა.
“ჟიურის გადაწყვეტილებით უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა საფორტეპიანო განყოფილების III კლასის მოსწავლემ, მარიამ ნუკრაძემ, პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი. მარიამ ნუკრაძე მიწვეულია „საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XII კონკურსი“-ის გალა კონცერტზე”, – ნათქვამია ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი