გორის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იწყება, მერიის ცნობით, შეხვდრები 14 ივნისიდან დაიწყება.
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულები დაჯგუფებულია 7 ზონად.
ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სოციალური საპროექტო ინიციატივების წარდგენის უფლება აქვს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს 16 წლიდან.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში სამოქალაქო ბიუჯეტისთვის გამოყოფილია 3 000 000 ლარამდე.
დატოვეთ კომენტარი