გორში ეკლესიის გაქურდვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს გორისა და ატენის ეპარქიაში.
ბერი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა ეკლესიების გაქურდვის ფაქტები. ეპარქიამ კი სამართალდამცავებისთვის მიმართვა ბოლო შემთხვევის დროს გადაწყვიტა, მისი თქმით ერთიდაიგივე ტაძარი ორჯერ გაქურდეს.
“ჩვენს ეპარქიაში დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა ტაძრების ძარცვის, ეპარქიამ განაცხადა შსს-ში და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ერთი პირი დააკავეს. ეს პიროვნება ადრეც შემჩნეული მსგავს ქმედებაში, როგორც ვიცით. ისმის კითხვა, ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ და პატიმრობა შეუფარდონ? ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვართ ამის მოსურვე. ზარალის ანაზღაურებას რაც შეეხება, მის სინდისზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევა”, – განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, სამართალდამცავებმა ეკლესიიის გაქურდვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული პირი დააკავა.