გორის რაიონულ სასამართლოში თანამშრომლებს და მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცნობა შევიდა, რის გამოც შენობა დაიცალა და ჩანიშნული პროცესები გადაიდო.
“თანამშრომლებიც და მოქალაქეებიც გარეთ გამოიყვანეს და შიგნით არავის უშვებენ. გადაიდო ჩანიშნული პროცესებიც. ამბობენ, რომ შენობაში ბომბია”, – უთხრეს “მოზაიკას”
ინფორმაციისთვის, იმავე მიზეზით ხალხი თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოდანაც გაიყვანეს.
დატოვეთ კომენტარი