ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 6 თანამშრომელს გაეზარდათ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხელფასი მოემატებება აპარატის უფროსს, განყოფილების უფროსსა და 4 უფროსს სპეცილისტს.
- აპარატის უფროსის ხელფასი 1815 ლარიდან 2057 ლარამდე გაიზრდება;
- განყოფილების უფროსის ხელფასი 1452 ლარიდან 1694 ლარამდე მოიმატებს;
- უფროსი სპეციალისტების ხელფასი კი 1210 ლარიდან 1331 ლარამდე გაიზრდება;
როგორც საკრებულოს უფროსი ამბობს, ან თანამდებობებზე მომუშავე ადამიანები, წლებია საკრებულოს ერთგულები არიან და ხელფასის მატებას იმსახურებდნენ.
“აღნიშნული პიროვნებები წლებია საკრებულოს თანამაშრომლები არიან და ერთგულებით და სიყვარულით ეწევინ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობებს. მათ ეს დაიმსახურეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ხელფასი მოგვემატებინა”, – აღნიშნა ნინო ლიპარტელიანმა.
საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
დატოვეთ კომენტარი