ახალი ამბები

ქმრები კასპის მერიის მოადგილეებად, ცოლები კი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებად 

კასპის მერს ორი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ მაისურაძის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილია, მოადგილის პოსტს კი ზურაბ კოპაძე იკავებს. 

ორივე მათგანის მეუღლეები კასპის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში მუშაობენ. 

დავით ქისიშვილის მეუღლე დასაქმებულია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში. ამ ა(ა)იპ-ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ნინო მზარეულაშვილმა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ა(ა)იპ-შია დასაქმებული კასპის მოადგილის, ზურაბ კოპაძის მეუღლეც. ბაია მერებაშვილი ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში სპეციალისტად მუშაობს. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, კასპის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში მუშაობენ საკრებულოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ოჯახის წევრებიც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.