კასპის მერს ორი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ მაისურაძის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილია, მოადგილის პოსტს კი ზურაბ კოპაძე იკავებს.
ორივე მათგანის მეუღლეები კასპის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში მუშაობენ.
დავით ქისიშვილის მეუღლე დასაქმებულია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში. ამ ა(ა)იპ-ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ნინო მზარეულაშვილმა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ამავე ა(ა)იპ-შია დასაქმებული კასპის მოადგილის, ზურაბ კოპაძის მეუღლეც. ბაია მერებაშვილი ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში სპეციალისტად მუშაობს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, კასპის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში მუშაობენ საკრებულოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ოჯახის წევრებიც.
დატოვეთ კომენტარი