ახალი ამბები

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ფონდების მცველად ლელა ჩადუნელი დაინიშნა

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ფონდების მცველად ლელა ჩადუნელი დანიშნეს. 

მუზეუმის მართვა ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ს,  სამუზეუმო და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანებას ავალია და მუზეუმის მცველად ჩადუნელის დანიშვნის გადაწყვეტილებაც ა(ა)იპ-ის უფროსმა, თამაზ ლაცაბიძემ მიიღო. 

“კონკურსის გამოცხადების ვალდებულება ა(ა)იპ-ს არ აქვს და კადრის დანიშვნაც დირექტორის ბრძანებით მოხდა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ფონდების მცველად დანიშვნამდე, ჩადუნელი ამავე ა(ა)იპ-ში სპეციალისტად მუშაობდა. 

დატოვეთ კომენტარი