ახალი ამბები

პრორუსულ პარტიას შიდა ქართლიდან წელს 1 600 ლარი შესწირეს 

“კონსერვატიულ მოძრაობას” მიმდინარე წელს თანხა შიდა ქართლიდან ორჯერ შესწირეს. 

პრორუსულმა პარტიამ შემოწირულობა გორში და კასპში მცხოვრები მოქალაქეებისგან მიიღო, ჯამში 1 600 ლარის ოდენობით. 

კერძოდ, გორელმა ალექსანდრე ბრეგვაძემ პარტიას ამ წელს 600 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძეს ბოლო ერთ წელში, პარტიისთვის ჯამში 6 340 ლარი აქვს გადარიცხული. 

რაც შეეხება კასპელ გიგა კარბელაშვილს, მან პარტიას წელს 1 000 ლარი შესწირა, მანამდე კი “კონსერვატიული მოძრაობისთვის” იგივე ოდენობის თანხა 4-ჯერ ჰქონდა გადარიცხული. ამ დროისთვის, მისგან პარტიას 5 000 ლარის დაფინანსება აქვს მიღებული. 

აღსანიშნავია, რომ არც ალექსანდრე ბრეგვაძის და არც გიგა კარბელაშვილის სახელზე არანაირი ბიზნესი რეგისტრირებული არ არის, მათ წილები არც კომპანიებში უფიქსირდებათ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები