ახალი ამბები

გორში 3 ივნისს მარათონული გარბენი გაიმართება

გორში 3 ივნისს მარათონული გარბენი გაიმართება. 

გორის მერიის ცნობით. ღონისძიება სტარტს 11:00 საათზე აიღებს. 

“ღონისძიება სტარტს გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშვიდობის გამზირი 12/ა) აიღებს და სპორტის სასახლესთან (თამარ მეფის ქუჩა V/12 ა) დასრულდება. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყების ცნობით,  გამარჯვებულები, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს შორის დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

  • პირველი ადგილი – 500 ლარი;
  • მეორე – 300 ლარი;
  • მესამე -200 ლარი ლარი.

შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ პირველად 2022 წელს ჩატარდა. ღონისძიება გასულ წელსაც მარათონული გარბენით გაიხსნა. მიმდინარე წელს „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები