ახალი ამბები

ფლავში საბავშვო ბაღის შენობა აშენდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა აშენდება. 

საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე მშენებლობის დასაწყებად, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 2`291`565 ლარია გათვალისწინებული. 

შენობა თანამედროვე სტანდარტებით,  Design-Build მეთოდით აშენდება. სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვე. 

დატოვეთ კომენტარი