პირველ ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ხაშურში სადღესასწაულო ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საზეიმო ღონისძიებები პირველ ივნისს გაიმართება.
“კლიმატური პირობების გათვალისწინებით ნაცვლად 2 ივნისისა, 1 ივნისს ჩატარდება გასართობი ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს”.
ბაღების გაერთიანებას დაგეგმილი აქვს მხიარული სტარტების, მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოების კულინარიული გამოფენის, გვირილების ზეიმის და ხატვის კონკურსის მოწყობა.
გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკის სპორტულ მოედანზე მოეწყობა და მასში 18 საბავშო ბაღი მიიღებს მონაწილეობას.
დატოვეთ კომენტარი