ნატა მაღიშვილის ფოტო კონკურსის “მე ვხედავ ევროპას” II ტურში გადავიდა.
ნატა ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლსის მოსწავლეა.
მან ნატოსა და ევროკაშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ, ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის გამოცხადებულ ფოტო კონკურსში მონაწილეობა სწორედ ამ ფოტოთი მიიღო.
ნატას ფოტო ჟიურის მიერ შერჩეულ 13 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა და მეორე ტურში გადავიდა. გამარჯვებული კი ლაიქების მიხედვით გამოვლინდება.
კონკურსში სულ 100-მდე მოყვარული ფოტოგრაფი მონაწილეობდა. ორგანიზატორების თქმით, კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის თემაზე მათ მიერ განცდილი და ფოტო კამერით დანახული დამოკიდებულების ასახვას.
დატოვეთ კომენტარი