გორში შადრევნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის მთავარ და კასკადურ შადრევნებს უტარდება.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის თქმით, ქალაქში შადრევნები რამდენიმე დღეში ჩაირთვება.
“დაახლოებით 3 ივნისისთვის ჩაირთვება. ახლა აღდგენითი სამუშაოები მიდის. შადრევნებში ვცვლით განათებებსაც და რამდენიმე დღე სჭირდება”, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ.
განათებების გამოცვლის გარდა, ასევე შეიღებება შადრევნები და გაირეცხება მილები.
დატოვეთ კომენტარი