დეკანოზი ილია ჭიღლაძე საორბისის წმ. გიორგის ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით, მიენიჭა.
“მიწაზე უპატრონოდ ყრია მე-11 საუკუნის ჭიქური კრამიტის, ქვაზე კვეთილი ორნამენტების და ქართული ასომთავრული ეპიგრაფიკის ნიმუშები, დასდის წვიმა და თოვლი! ასეთი უპასუხისმგებლობა და დაუდევრობა წარმოუდგენელია”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
მისივე ინფორმაციით, 1962 წელს ძეგლთა დაცვის უწყებამ კარნიზი მოაწესრიგა, ხის კოჭებზე მოაწყო წითელი კრამიტის გადახურვა, რომელიც უხარისხო გამოდგა და მალევე ჩაინგრა.
“მოისპო, მას მერე ასეთ დღეშია 40 წელზე მეტია და თითი თითზე არ დადებულა”, – აღნიშნავს დეკანოზი.