გორში, სახლიდან ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს, – შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სახლიდან უთო, ტელევიზორი და სავარცხელი წაიღეს. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, ნივთები სახლიდან დღის საათებში გაიტანეს.
“ხალხი გაგიჟდა, როგორ უჭირთ რომ დღის საათებში ბედავენ სახლის გაქურდვას. უბანში, რომელიც “დაკამერებულია” და მაინც არ ერიდებიან. რომელ დროში დავბრუნდით? ტელევიზორის, უთოსა და სავარცხელის ქურდი”, – წერს თაკო მანძულაშვილი.
საქმეს გორის პოლიცია იძიებს.
დატოვეთ კომენტარი