ახალი ამბები

მოქალაქეები ამბობენ, რომ გორის მერი მათ არ ხვდება

გორის მუნიციპალიტეტის მერს ყოველ ოთხშაბათს, მოქალაქეების მისაღებად და მოსასმენად დრო აქვს გამოყოფილი, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მერის ნაცლად მოქალაქეებს მისი მოადგილეები ხვდებიან, რაც მერთან შეხვედრის მსურველთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.

“მერთან მიღებაზე წინასწარ ჩავეწერე და საშვთა ბიუროში მითხრეს, რომ დღეს მერს არ სცალია და მისი მოადგილე თამაზ შიოშვილი მიიიღებს დღეს მოქალაქეებსო. ეს რა უპასუხიმგებლო დამოკიდებულებაა, არ მივედი და გამოვბრუნდი უკან”, –  უყვება “მოზაიკას” გასულ ოთხშაბათს მერთან ჩაწერაზე მისული ერთ-ერთი მოქალაქე.

მერთან შესახვერად მოქალაქეები წინასწარ ეწერებიან, თუმცა როგორც კიდევ ერთი მოქალაქე “მოზაიკას” უყვება, მერი მასთან შესახვერად მსურველების სიას ეცნობა და თავად წყვეტს, ვის შეხვდება და ვის – არა.

“ერთ თვეზე მეტია, ველოდები, თუ როდის მიმიღებს მერი. რომ არა და არ დამიკავშირდნენ, მივედი საშვთა ბიუროში და ვუთხარი, ალბათ არ გადაეცით ჩემი მონაცები, სადაც მიპასუხეს, გადაცემულია, თუმცა მერი თავად წყვეტს, ვის შეხვდება და ვის არა, ან ვის რა დროსო”.

როგორც მერთან შეხვედრის მსურველები ამბობენ, მომავალ შეხვედრასაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნაცვლად, მისი ერთ-ერთი მოადგილე გამართავს. 

დატოვეთ კომენტარი