26 მაისს გვექნება ევროკავშირის სიმბოლიკა – უთხრეს “მოზაიკას” ხაშურის მერიაში.
უწყების თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოხდება ხაშურის ცენტრში საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვა ახალ სადროშე ბოძზე – დროშას 13:00 საათზე ბორჯომის და რუსთაველის ქუჩების გასაყარზე აღმართავენ.
რაც შეეხება ევროკავშირის ჰიმნს, გორის მსგავსად, მას ვერც ხაშურის მერიის წლევანდელ პროგრამაში ვხვდებით.
“ევროკავშირის ჰიმნი გასულ წელს შესრულდა, რადგან ევროპის კვირეულს დაემთხვა დამოუკიდებლობის დღე. წელს ევროპის კვირეული უკვე ჩავლილია, თუმცა ევროკავშირის სიმბოლიკა გვექნება ჩვენ”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.
ამავე თემაზე: ხაშურის მერიამ 26 მაისის ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო