გორში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს, რომელმაც დაგეგმილი ღონისძიებების მოსაწყობად ხელშეკრულება გაუფრომა კომპანია შპს “ვიზარდ ივენთს”. ხელშეკრულების ღირებულება 283 610 ლარია.
26 მაისს, გორის ცენტრში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივოვები და ღონისძიებები. ადგილზე უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. განათვსეს საგამოფენო სივრეცეებისთვის დახლები. ასევე გამოიყოფა პავილიონებიც.
დღის განმავლობაში მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, ორკესტრის მსვლელობა, მეწარმებიის გამოფენა – გაყიდვა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა და სხვა.
დატოვეთ კომენტარი