ახალი ამბები

27 მაისს ხაშურში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

27 მაისს ხაშურში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.

ხაშურის სამუსიკო სკოლის ცნობით, ღონისძიება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმეს. 

“ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. ღონისძიება 16 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია. 

მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: 

  • ეკატერინე გაგნიძე (ფორტეპიანო)
  • თეა ბახტაძე (ალტი)
  • დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი)
დატოვეთ კომენტარი