ახალი ამბები

ხაშურში 2 სახლი გაქურდეს – პოლიციას დამნაშავე დღემდე არ დაუკავებია

ხაშურში, აგარის ქუჩაზე 2 სახლი გაქურდეს. 

შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის ახლობელი “მოზაიკას” ეუბნება, სახლიდან წაიღეს ოქროული, ძვირფასი სასმელები და შოკოლადები.

“მას მერე ერთი თვე გავიდა. პოლიციასაც მივმართეთ, თუმცა დღემდე არაფერი არ არის გამოძიებული. აზრი არ ჰქონია პოლიციისთვის მიმართვას”, – აღნიშნავს დაზარალებულის ახლობელი. 

დატოვეთ კომენტარი