ხაშურში, აგარის ქუჩაზე 2 სახლი გაქურდეს.
შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის ახლობელი “მოზაიკას” ეუბნება, სახლიდან წაიღეს ოქროული, ძვირფასი სასმელები და შოკოლადები.
“მას მერე ერთი თვე გავიდა. პოლიციასაც მივმართეთ, თუმცა დღემდე არაფერი არ არის გამოძიებული. აზრი არ ჰქონია პოლიციისთვის მიმართვას”, – აღნიშნავს დაზარალებულის ახლობელი.
დატოვეთ კომენტარი