ხაშურელები ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, სადარბაზოებიდან ველოსიპედების მოპარვის და თოკებიდან სამოსის ჩამოხსნის ფაქტები გახშირდა.
მაგალითად, ნაზი კვინიკაძე ამბობს, რომ მას სარეცხის თოკიდან ბიჭის ბოტასები, დერეფნიდან კი ველოსიპედი მოპარეს.
“ერთი თვის წინ მოხდა ეს ამბავი – ამაცალეს ბინის დერეფნიდან ველოსიპედი და თოკიდან ჩემი ბიჭის ბოტასები”, – გვითხრა კბინიკაძემ.
ველოსიპედები მოპარეს სხვა მოქალაქეებსაც. ერთ-ერთი მათგანი ლელა ლაბაძეა.
“ეზოდან მოგვპარეს ვარდისფერი ველოსიპედი პატარა ზომის. დამხმარე ბორბლებით”.
ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ ღამეში სადარბაზოდან 2 ველოსიპედი მოუპარავთ.
“ერთ ღამეში სადარბაზოდან ორი ველოსიპედი გაიყვანეს და დღემდე არაფერი იციან”, – აღნიშნავს ნინი პაიჭაძე
კიდევ ერთი მოქალაქის, ხათუნა მურვანძის ცნობით კი, სტუმარდ მისულს სადარბაზოში დატოვებული ფეხსაცმელი მოპარეს.