ახალი ამბები

ხაშურში მოქალაქეს თოკზე გაფენილი ბოტასები მოპარეს 

ხაშურში მოქალაქეს თოკზე გაფენილი ბოტასები და სადარბაზოში დაყენებული ველოსიპედი მოპარეს. 

“ბიჭის ბოტასები თოკიდან ჩამოხსნეს და ველოსიპედი წაიყვანეს დერეფნიდან”, – გვითხრა ნინო კვინიკაძემ. 

ნინოს თქმით, შემთხვევა გასულ თვეს მოხდა. 

ნინო ხაშურში, დევნილების დასახლებაში ცხოვრობს და როგორც ამბობს, ქურდობის მსგავსი შემთხვევები ქალაქში ხშირია.

დატოვეთ კომენტარი