ახალი ამბები

“გავაჩუქებ” – მოქალაქეები საბანკეტოდ ნივთების გაჩუქებას წელსაც განაგრძობენ

“გავაჩუქებ საბანკეტოდ” – ბოლო დღეებში აქტიურად იწერება პოსტები ასეთი დასაწყისით. 

გორელები საბანკეტოდ საკუთარი ნივთების გაჩუქებას წელსაც განაგრძობენ. მოქალაქეები წერენ, რომ მზად არიან იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტანსაცმლის ყიდვა არ შეუძლიათ, საკუთარი სამოსი და აქსესუარები აჩუქონ. 

ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე მარიამ მოგელაშვილია, რომელმაც საბანკეტოდ ფეხსაცმელების გაჩუქება გადაწყვიტა.

“გავაჩუქებ ბანკეტისთვის მათზე, ვისაც ნამდვილად ჭირდებათ. სამივე თითქმის ახალია”, – დაწერა მარიამმა. 

კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც აბიტურიენტების დახმარება უნდა, ჟანა კურდღელაშვილია. 

“გოგონებო, ვისაც ბანკეტი გაქვთ და არ გაქვთ საშუალება, გავაჩუქებ ფეხსაცმელს, კაბას  და ჩანთას”, – წერს ჟანა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის პოსტებს წელს უკვე გორში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილიც წერს. 

დატოვეთ კომენტარი