დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო ყვარელში, სადაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.
“ყვარლის ტბასთან” მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ისინი აქციის მონაწილეებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს.
ადგილზე გადაღებული კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ძალის გამოყენებით აკავებდნენ. ამ პროცესს კი შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი თეიმურაზ კალანდაძე ხელმძღვანელობდა. ის ამჟამად კახეთის პოლიციის უფროსია.
შსს-ს ინფორმაციით, ყვარელში 16 ადამიანი დააკავეს.