ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 18 საბავშო ბაღში აღსაზრდელების რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ხაშურის ბაღების გაერთიანების ცნობით, აღსაზრდელთა რეგისტრირებისთვის შემდეგი სახის დოკუმენტაციაა საჭირო:
- მშობლის განცხადება საბავშო ბაღში მიღების თაობაზე, მშობლის ან მეურვის პირადობის ასლებით;
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ჯამთელობის ცნობა ფორმა 100
- 2 ფოტო სურათი (3/4)
- სოციალურად დაუცველის ან დევნილობის მოწმობა თუ წარმოადგენს ამ კატეგორიას
- შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის შემთხვევაში, #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი გაცემული რეკომენდაცია საბავშო ბაღში მიღებასთან დაკავშირებით.
ხაშურის ბაღების გაერთიანება განმარტავს, რომ საბავშო ბაღში ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს:
- რომლებიც ცხოვრობენ საბავშო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- საბაშო ბაღის თანამშრომლის შვილებს;
- დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
- ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
- ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ საბავშო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დატოვეთ კომენტარი