ხაშურის მერიამ მოსაცდელების მოწყობა ორ ქუჩაზე დაგეგმა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებზე ჩატარდება.
მოსაცდელების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 36 000 ლარია გამოყოფილი.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, 42 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი