ახალი ამბები

“ბავშვის ოჯახმა მკურნალობაზე თავად თქვა უარი” – პედიატრიული განყოფილების უფროსი

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე განმარტება კლინიკაში განმარტება გააკეთეს. 

პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლებმა თავად თქვეს უარი ბავშვი სტაციონარში დაეტოვებინათ. 

“პაციენტი კლინიკაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს,  ღამის 3 საათსა და 50 წთ-ზე. მორიგი ექიმის მიერ ვერიფიციერებული იქნა ჩუტყვავილის დიაგნოზი. პაციენტზე შეთავაზებული იყო მკურნალობის სქემა, საჭირო იყო მისი სტაციონარში მოთავსება, რაზეც მშობლებმა განაცხადეს უარი და თვითნებურად დატოვეს კლინიკა”, – განაცხადა ლია ლაზარაძემ. 

ინფორმაციისთივის, გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ჩუტყვავილის გართულებული ფორმა დასახელდა. 

დატოვეთ კომენტარი