ახალი ამბები

წელს შიდა ქართლში ჩუტყვავილას 243 შემთხვევა დაფიქსირდა 

მიმდინარე წელს ჩუტყვავილას 243 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ  მედიას ინფორმაცია შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა მიაწოდა. 

ჩუტყვავილას შემთხვევების გასული წლების სტატისტიკა ასეთია: 

  • 2020 წელი – 113 შემთხვევა; 
  • 2021 წელი –  38 შემთხვევა; 
  • 2022 წელი  – 269 შემთხვევა; 
  • 2023 წლის მაისამდე – 243 შემთხვევა. 

ჩუტყვავილას შემთხვევების მომატების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმაც ისაუბრა. მისი შეფასებით, მატება საგანგაშო არ არის, თუმცა წინა წლებთან შედარებიით მეტი შემთხევვაა დაფიქსირებული. მარი გიუნაშვილის თქმით, ბოლო წლებში ლეტარულად არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა. 

დატოვეთ კომენტარი