ახალი ამბები

სამედიცინო რეგულირების სააგენტო გორში ბავშვის გარდაცვალების საქმეს იკვლევს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, მოკვლევა დაიწყო. 

სააგენტომ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმის მიერ უყურადღებობას და დაგვიანებულ მკურნალობას. 

მომხდარს ასევე სწავლობს, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც. 

ინფორმაციისთვის, 4 წლის თომა წიქარიძის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, ჩუტყვავილას გართულებული ფორმა სახელდება. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ექიმის მიერ არასწორი მკურნალობის გამო, ბავშვს სეფსისი განუვითარდა და გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი