ახალი ამბები

კანდელაკის ტელევიზია ყველაზე სექსისტურ და ჰომოფობიურ არხად დასახელდა

მსოფლიო ჩემპიონის და გორელი ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის ტელევიზია ყველაზე სექსისტურ და ჰომოფობიურ არხად დასახელდა. 

“მედიის განვითარების ფონდის” მონიტორინგის შედეგებიდან ვიგებთ, რომ “სეზონი TV” ყველაზე ხშირად იყენებს სექსისტურ და ჰომოფობიურ სიძულვილის ენას და ამ კუთხით, ის სჯობნის პრორუსულ ტელევიზია “ალტ ინფოსაც”. 

მონაცემების მიხედვით, სიძულვილის ენის გამოყენების 129 შემთხვევა დაუფიქსირდა “სეზონი TV”-ს და 121 შემთხვევა – “ალტ ინფოს”. 

შეგახსენებთ, რომ “სეზონი TV” 2021 წელს გაიხსნა. მის დირექტორად კი, კანდელაკმა, პრორუსული ორგანიზაციის “ალტინფოს” იურისტი და წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე დანიშნა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.