ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელები წარმოშობით ტყვიავიდან და მეღვრეკისიდან იყვნენ

ავარიის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან და მეღკვრეკისიდან იყვნენ. 

ომარ ქარელი პოლიციის მაიორი,  ვანო ბასანიძე კი უფროსი ლეიტენანტი იყო. ისინი, წლებია, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან.

მათი ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში გადაასვენეს. 

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დაკავებილია. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ცნობით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.