“გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა სხვა საბანკო ბარათებითაცაა შესაძლებელი, თუმცა აღებული ბილეთის ღირებულება მეტი იქნება მგზავრობის მუნიციპალურ ტარიფზე”, – აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას” ტრანსპორტის სააგეტოდან აცნობეს.
სააგენტოს განმარტებით, “თიბისი ბანკი” თავად წყვეტს, მისცეს თუ არა სხვა ბანკებს ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე განხორციელების უფლება.
“სამგზავრო ბილეთის აღება შესაძლებელია ყველა “MasterCard” და “Visa” ტიპის ბარათის
გამოყენებით, ოღონდ ბილეთის ღირებულება მეტი იქნება მგზავრობის მუნიციპალურ ტარიფზე,
რადგანაც მუნიციპალიტეტის ტარიფს დაემატება ბანკებს შორის არსებული ტრანზაქციების საკომისიო
გადასახადი, “TBC” ბანკის უფლებაა მისცემს თუ არა სხვა ბანკებს ტრაზაქციის საკომისიოს გარეშე
განხორციელების შესაძლებლობას, დღეისათვის მგზავრობის მუნიციპალური ფასით სარგებლობა
ბილეთის აღებისას შესაძლებელია მხოლოდ “TBC” ბანკისა და ე.წ. სამგზავრო ბარათის გამოყენებით”, – აცხადებენ სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათებითა და “თიბისი” ბანკის ნებიერმიერ პლასტიკური ბარათით ხდება. ამ დრომდე სხვა ბანკის ბარათებით გადახდა შეუძლებელი იყო.