ხაშურის მერიამ 26 მაისის ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. დაგეგმილ ღონისძიებებზე “მოზაიკა” მერიის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ უწყება 26 მაისს კონცერტის უტენდეროდ ჩატარების ნებართვას ელოდება.
როგორც მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ამბობს, გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რის გამოც, 26 მაისისთვის მუსიკალური მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვა სურთ.
“ტენდერი, რომელიც 26 მაისის კონცერტისთვის გამოვაცხადეთ, არ შედგა. ამიტომ მივმართეთ წერილობით შესყიდვების სააგენტოს, რომ თანხმობა მოგვცეს კონცერტის გასამართად. პასუხი 18 მაისს გვეცოდინება. შემდეგ გამოვაცხადებთ, თუ რა ღონისძიებები იქნება დაგეგმილი 26 მაისს ხაშურში”, – გვითხრა კოტე ფრუიძემ.
დატოვეთ კომენტარი