საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
წვერში, ბრეთში, აბანოსა და ქვენატკოცაში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 6 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
- წვერსა და ბრეთში – 3 643 643 ლარი;
- აბანოსა და ქვენატკოცაში – 3 643 643 ლარი.
ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
სამუშაობის შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეა.
დატოვეთ კომენტარი