ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებზე რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად, კანდიდატები უკვე დარეგისტრირდნენ.
შიდა ქართლში კასპი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ხელნძღვანელი იცვლება. ამ მუნიციპალიტეტში, კანდიდატად ხაბეიშვილის მხარდამჭერი ნინო ზაქარაშვილი დარეგისტრირდა. მელიას ფლანგი კი, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ოფისის ხელმძღვანელობის სურვილი, უკვე მოქმედი ხელმძღვანელების გარდა, არავის გამოუთქვამს. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ისევ ისინი რჩებიან.
შედეგად, შიდა ქართლში რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იქნებიან:
- გორი – ბადრი ბასიაშვილი;
- ქარელი – ილია ბურჯანაძე;
- ხაშური – როინ მახარობლიძე;
- კასპი – ნინო ზაქარაშვილი.
დატოვეთ კომენტარი