ბალკანეთის მათემატიკის მე-40 ოლიმპიადაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, გორელმა დავით კლდიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. დავითი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
მთლიანობაში, ილომპიადაზე საქართველოს გუნდმა, 4 მედლით და 1 საპატიო სიგელით, გუნდური მე-4 ადგილი დაიკავა.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ აღნიშნულ ოლიმპიადაში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო.
დატოვეთ კომენტარი