ხაშურის მერია ბიბლიოთეკის ავარიული შემობის სრულ დემონტაჟს ჯერჯერობით არ აპირებს.
როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა “მოზაიკას” უთხრა, ამ ეტაპზე მხოლოდ შენობის ჩამონგრეული ადგილის დემონტაჟი მოხდება.
“დაიწყება ჩამონგრეული ნაწილის სასწრაფო დემონტაჟი. რაც შეეხება ბიბლიოთეკის დანარჩენ ნაწილს, მოხდება სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარება და შემდგომ დასკვნის საფუძველზე ვიმოქმედებთ, თუ როგორ მოვიქცეთ”, – გვითხრა გიორგი პაპიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხაშურის ბიბლიოთეკის კედელი ჩამოინგრა და როგორც თანამშრომლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ითქვა, რომ შენობა ავარიულია.
დატოვეთ კომენტარი