ახალი ამბები

გორის პირველი სკოლა საქართველოს სასკოლო ხელბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია

გორის პირველი საჯარო სკოლის ხელბურთის გუნდი, საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია.

სასკოლო გუნდის მწვრთნელის დავით ტეტუნაშვილის თქმით, გორელებმა ქუთაისელები 13-5 დაამარცხეს.

“გუნდი შეიკრიბა 2008-09 წლიანებისგან. ჩვენ წლის დასაწყისიდან ვემზადებოდით, გავიმარჯვეთ ქალაქის ჩემპიონატში, შემდეგ რეგიონალური, ასევე ზონალური თამაშები აღმოსავლეთის ჩემპიონატები გავხდით და ბოლოს აღმოსავლეთი და დასავლეთი შევხვდით ერთმანეთს. ქუთაისის გუნდი 13-5 დავამარცხეთ და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებიც გავხდით”, – ამბობს დავით ტეტუნაშვილი

მისივე ინფორმაციით, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საუკეთესო ხელბურთელად ვაკო კვარიანთაშვილი დასახელდა, მან ფინალში 12 გოლი გაიტანა.

“ეს ვაკოს საუკეთესო შედეგია და 99%-ით მას უკვე საქართველოს ნაკრებშიც ვიხილავთ, რადგან ფედერაციამ ის საუკეთესოდ დაასახელა”, – აღნიშნავს ტეტუნაშვილი.

დატოვეთ კომენტარი