გორის მერიას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მგზავრობის შეღავათიანი ტარიფის დაწესებას სთხოვენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაცია გორის მერს სამოქალაქო მჩეველთა საბჭომ უკვე წარუდგინა.
რეკომენდაციის მიზანია, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ამოქმედდეს SCHOOL CARD-ით და STUDENT CARD-ით მოძრაობა.
“სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის დაინერგოს მოსწავლეთა და სტუდენტთა ბარათებით სარგებლობის საშეღავათო პრაქტიკა. მერიაში”, – წერია სარეკომენდაციო პაკეტში, რომელიც საბჭომ მერიას უკვე გაუგზავნა.
როგორც საბჭოს წევრები ამბობენ, ტრანსპორტით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრობლემაა.
“გორის ახალგაზრდული საბჭოს მიერ ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილე ახალგაზრდებმა ტრანსპორტთან დაკავშირებით ითხოვეს საშეღავათო ტარიფის ამოქმედებადა რაიონებში მოძრავი მიკრო ავტობუსების საათების დამატებას”, – განაცხადა საბჭოს წევრმა თამარ თინიკაშვილმა.
როგორც საბჭოს წევრები ამბობენ, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ახალგაზრდებს უჭირთ რეპეტიტორებთან სიარული, სხვადასხვა შემეცნებით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და ხშირად ლექციების გაცდენაც უწევთ.
საბჭომ გორის მერიას თემებში გამავალ ცენტრალურ მარშუტებზე მუნიციპალური სატრანსპორტო ხაზების დამატების რეკომენდაციითაც მიმართა.