ახალი ამბები

ბერბუკში სწრაფი კვების ობიექტი გაქურდეს 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში სწრაფი კვების ობიექტი გაქურდეს. 

ადგილობრივების თქმით, ქურდობის შესახებ დღეს დილით გაიგეს, როცა ადგილზე სამართალდამცველები შენიშნეს. 

“პოლიცია იყო მოსული და მერე გავიგე, რომ სწრაფი კვების ობიექტი გაუქურდავთ”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღება “მოზაიკამ” შსს-გან სცადა, თუმცა შსს-ს პიარისთვის 3 საათი ამის გასარკვევად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ადგილობრივები “მოზაიკას” ეუბნებიან, რომ ეს ამ თვეში ქურდობის უკვე მეორე შემთხვევაა ბერბუკში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.