ახალი ამბები

საქონელს დაედევნა და დააკავეს – მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან 

მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტებმა 45 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს. 

ადგილობრივების ცნობით, გიორგი ტერაშვილი ორ თანასოფლელთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა,  რა დროსაც ის რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა დააკავეს. 

“ძროხებს აძოვებნენ, დღის პირველი ნახევარი იყო ალბათ, ძროხები გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს გადაყვა და ამ დროს მოვიდა ოთხი რუსი ჯარისკაცი. დააკავეს და წაიყვანეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც მომხდარს შეესწრო. 

ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. 

დატოვეთ კომენტარი