ახალი ამბები

ლევან გამრეკელმა 2022 წელს 6 სახლი, 9 მიწის ნაკვეთი და 10 ავტომობილი იყიდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 2022 წელს 6 სახლი, 9 მიწის ნაკვეთი და 10 ავტომობილი იყიდა. 

გასული წლის შენაძენების შესახებ ინფორმაციას მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ. 

დოკუმენტის მიხედვით, გამრეკელმა დაახლოებით 400 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა ხაშურში, სატივეში, მიწობში, ოსიაურში, კოდისწყაროში, წრომში, გომში, აგარებში და ბაკურიანში. 

მიმდინარე წელს განახლებული დეკლარაციის მიხედვით, 2022-ში გამრეკელმა, უძრავ ქონებასთან ერთად, ავტომობილებიც შეიძინა – 6 ავტომობილსა და 3 სატვირთო მანქანაში მან 1 003 000 ლარი გადაიხადა. 

შეძენილი ავტომობილებიდან ერთ-ერთი, Mercedes G Class, გამრეკელმა ნახევარ მილიონ ლარად იყიდა.

რაც შეეხება, მის შემოსავლებს, დოკუმენტის მიხედვით, სახელფასო ანაზღაურების გარდა, მან შემოსავალი მიიღო ფერმებიდან და სამეწარმეო საქმიანობიდან. 

როგორც დეკლარაციაშია ასახული, გამრეკელმა გასულ წელს ქველმოქმედებაში 300 000 ლარი დახარჯა. 

დატოვეთ კომენტარი