ახალი ამბები

გორის მერია თანამშრომლების გადამზადებისთვის 16 000 ლარს გადაიხდის 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის – „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” სატრენინგო მომსახურების შესასყიდად. 

უწყებამ 30 თანამშრომლის გადამზადებისთვის16 080 ლარი გაითვალისწინა. 

“„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილების შესაბამისად, მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებასთან დაკავშირებით შემუშავებული საბაზისო პროგრამების სატრენინგო მომსახურების შესყიდვა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის III და IV რანგის მოხელეთათვის”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

საბაზისო პროგრამაში შედის: 

“პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება”,  პროგრამა განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 30 (ოცდაათი) თანამშრომლისთვის_ III და IV რანგის მოხელეებისთვის 2 (ორი) ეტაპად. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 24 აკადემიური საათით.
სამუშაო დღეს არაუმეტეს 3 (სამი) საათი, ხოლო არა სამუშაო დღეს არაუმეტეს 6 (ექვსი) საათი.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ თემებს:

  • ადმინისტრაციული წარმოება;
  • ეთიკა საჯარო სამსახურში;
  • პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
  • ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.

ტრენინგის მიზანია გაუღრმავდეს მსმენელს შემდეგი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპლექსური აზროვნება
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.


დატოვეთ კომენტარი