გორში, საბრძოლო დიდების მუზეუმში ომიდან გამოგზავნილი წერილების, ღია ბარათების და ლექსების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც მეორე მსოფლიო ომიდან, ასევე აფხაზეთის და აგვისტოს ომიდან გამოგზავნილი ბარათები.
მუზეუმის ხელმძღვანელის, დარია ვაშაგაშვილის ინფორმაციით, გამოფენაზე 400 – მდე ჩანაწერია გამოტანილი.
“წარმოდგნილია ომიდან გამოგზავნილი წერილები, ღია ბარათები და ლექსები. ამ ეტაპზე 400 – მდე წერილია მუზეუმში დაცული და 9 მაისისთვის ერთი დღით გამოიფინა. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, არსებობის შემთხვევაში მოძებნოს მისი წინაპრების გმოგზავნილი წერილები”, – ამბობს ვაშაგაშვილი.
დატოვეთ კომენტარი