ახალი ამბები

ქარელის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ალეკო ღამბარაშვილი დაინიშნა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრციული სამსახურის უფროსად ალექსანდრე ღამბარაშვილი დაინიშნა. ის მანამდე ზაზა გულიაშვილის თანაშემწედ მუშაობდა

ღამბარაშვილმა ლელა რამიშვილი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელი იყო.

“ალექსანდრე ღამბარაშვილი კონკურსის წესით იქნა შერჩეული. მე კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია”, – გვითხრა ლელა რამიშვილმა.

რამიშვილი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობას დაიკავებს. 

დატოვეთ კომენტარი