სტატიები

კასპის მერიას ბიუჯეტში ამბულატორიებისთვის თანხა გათვალისწინებული არ აქვს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და დამტკიცების დროს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხა არ გაითვახლისწინა. 

აღნიშნულ მუხლში ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებას აფინანსებს, როგორიცაა:  

  • ჯანმრთელობის დაცვა;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, 
  • სოციალური დაცვა,
  • ერთჯერადი დახმარებები, 
  • უფასო სასადილოს დაფინანსება, 
  • დევნილთა დახმარება.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლოების ნაწილი ამბობს, რომ ამბულატორიული მომსახურების მისაღებად წასვლა მეზობელ სოფლებში უხდებათ, ხოლო იმ სოფლებში, სადაც უკვე ფუნქციონირებს ამბულატორია, თვლიან რომ ნორმალური პირობებია, გარდა ახალციხისა, სადაც როგორც ადგილობრივები ამბობენ ამბულატორია ერთ პატარა ოთახშია, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე.

“წინარეხში არა კავთისხევში დავდივართ ფეხით”, – -ამბობს თამაზ მჭედლიშვილი.

“ნიაბში არ არის, სახლეობა გომში ან კასპში არსებულით სარგებლობენ.თუ იქნება ძალიან კარგი იქნება”, – გვითხრა ნათია ბერბიჭაშვილმა.

ახალციხეში რაც არის, ეგ არაა ამბულატორია. საბავშო ბაღიცაა, ამბულატორიაც, საბჭოც და საწყობიც”, – ამბობს ნიკა ბარნოვი.

“დიდ სოფლებში არის თითქმის ყველგან. იგოეთი,ქვემოჭალა,რენე კარგ მდგომარეობაშია ეს ამბულატორიები,მე რაცმინახავს”, – ამბობს ნელიკო ხუბაშვილი

“ნოსტეში არ არის. არაფერი, არ არის საერთოდ! არადა, მოსახლეობის უმრავლესობა ასაკიანი ხალხია”, – ამბობს ნინო ხიზანბარელი.

“მოზაიკა” შეეცადა გაერკვია რამდენი სოფელია კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც არ არის ამბულატორია, უწყებამ კი აღნიშნულ კითხვაზე განზოგადოებულად უპასუხა.

“კასპის მუნიციპალიტეტში 74 სოფელია. კონტინგენტის არ არსებობის გამო ბუნებრივია საბავშვო
ბაღი, სკოლა და ამბულატორია ვერ იქნება ყველა სოფელში. თუმცა კასპის მუნიციპალიტეტის მერია
მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა სოფელი საჭირო სერვისით”, –
განაცხადეს კასპის მერიაში. 

რაც შეეხება სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულ თანხას, მიმდინარე წელს კასპის მერიის სოციალური მიმართულებით 1 579.0  ლარი აქვს განსაზღრული, საიდანაც  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე 209 000 ლარია გამოყოფილი, ამბულატორიების მშენებლობა -რეაბლიტაციისთვის კი 0 ლარი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.